ტრენინგის მეშვიდე დღე მოსწავლეებისთვის სასწავლო პროექტის შაბლონის მომზადებას დაეთმო. ინტერნეტში მოვიძიე პროექტისთვის საჭირო ინფორმაცია და ფოტო მასალა. მივუთითე გამოსაყენებელი მასალების ელექტრონული მისამართები.
пятница, 30 июня 2017 г.
მეშვიდე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის მეშვიდე დღე მოსწავლეებისთვის სასწავლო პროექტის შაბლონის მომზადებას დაეთმო. ინტერნეტში მოვიძიე პროექტისთვის საჭირო ინფორმაცია და ფოტო მასალა. მივუთითე გამოსაყენებელი მასალების ელექტრონული მისამართები.
среда, 28 июня 2017 г.
მეექვსე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის მეექვსე დღეს გავაგრძელე პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვიმუშავე მოსწავლეთა წინარე ცოდნისა და საბაზისო უნარ-ჩვევების სტრატეგიებზე. ასევე დეტალურად გავიარე მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიები.დაწვრილებით გავწერე პროექტის მიმდინარეობის თვითოეული ეტაპი. ტრენინგის მეექვსე დღეც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა.
воскресенье, 25 июня 2017 г.
მეხუთე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის მეხუთე დღე დაეთმო პროექტის მიმდინარეობისა და დასრულებისათვის გამოსაყენებელი სტრატეგიების და ინსტრუმენტების შერჩევას. შევქმენი პროექტის საბოლოო პროდუქტის შეფასების რუბრიკები. მომზადებული მასალა გადავიტანე გუგლის დისკზე.
суббота, 24 июня 2017 г.
მეოთხე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის ეს მოდული დაეთმო პროექტის საკვანძო კითხვების ჩამოყალიბებას.დავინახე განსხვავება კითხვების თვითოეულ ტიპს შორის. ვიმუშავეთ პროექტის შეფასების მეთოდებსა და შესაბამის ინსტრუმენტებზე.ერთობლივი მუშაობა და აზრთა გაზიარება ძალიან დამეხმარა მუშაობაში.როგორც ყოველთვის ტრენინგი იყო საკმაოდ პროდუქტიული.
пятница, 16 июня 2017 г.
მესამე ტრენინგ დღის რეფლექსია
ტრენინგის მესამე დღე დაეთმო პროექტის თემისთვის ესგ-ის საგნობრივი სტანდარტის შესაბამისი პუნქტების შერჩევას.დეტალურად განვიხილეთ თემის შესაფერისი მისაღწევი შედეგები თავისი ინდიკატორებით.მათი გათვალისწინებით ჩამოვაყალიბე არჩეული პროექტის მიზანი. ტრენინგი იყო საკმაოდ ინფორმაციული და საინტერესო.
воскресенье, 11 июня 2017 г.
პირველი მოდულის რეფლექსია
პროექტებით სწავლების ტრენინგის პირველი და მეორე დღე დაეთმო ასეთი სწავლების უპირატესობასა და დადებით შედეგებს. გავიგე რა განსხვავება და მსგავსებაა სასწავლო და სოციალურ პროექტებს შორის.გავეცანი იმ სასარგებლო რესურსებს, რომლებიც დამჭირდება მსგავსი აქტივობის განხორციელებისას. ძალიან მომეწონა პროექტების ნიმუშები და შაბლონი, რომელიც გამიადვილებს მუშაობას.შევარჩიე პროექტის თემა და ვიმუშავე მის აქტუალობასა და შინაარსზე.ვფიქრობ, მიღებული ცოდნა ძალიან გამომადგება არჩეულ თემაზე მუშაობის დროს.პირველი მოდული საკმაოდ პროდუქტიული აღმოჩნდა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)